სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერითა და ფონდ „ქართული გალობის” მონაწილეობით, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა „ქართული გალობის ანთოლოგიის“ 29 ტომი გამოსცა.
დღეისათვის, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სრულად გაციფრულებულია საქართველოს არქივებსა და მუზეუმებში დაცული, ჩვენამდე მოღწეული ყველა ქართული საგალობელი და ისინი ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
პრეზენტაციას, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში გაიმართა, დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი შიო (მუჯირი), კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და საპატრიარქოს გალობის ცენტრის წარმომადგენლები.