მედია: მოსკოვის აეროპორტში განცხადებები ქართულ და სომხურ ენებზეც გამოჩნდება

რუსეთის აეროპორტ “ვნუკოვოში” მგზავრებისთვის განცხადებები ქართულ და სომხურ ენებზეც გამოჩნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაბლოებზე “გამარჯობა” და “ბარევ ძეს” დაიწერება, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, უცხოელმა მგზავრებმა თვითმფრინავამდე გასასვლელი მარტივად იპოვონ რათა რეისები არ გადაიდოს.

ინფორმაციისთვის, “ვნუკოვოდან” თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ავიარეისები ყოველდღიურად სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები