გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ოპოზიცია გვთავაზობს, მოსამართლეები დაგვინიშნონ უცხოურმა ძალებმა, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ უნდათ, საქართველო იყოს მათი პატრონების კოლონია
“როდესაც ოპოზიცია გვთავაზობს, მოსამართლეები დაგვინიშნონ უცხოურმა ძალებმა, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ უნდათ, საქართველო იყოს მათი პატრონების კოლონია”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ მიდგომას მოსახლეობის უმრავლესობა არასწორად მიიჩნევს.
“როდესაც ვსაუბრობთ სუვერენულ ქვეყანაზე და ოპოზიცია გვთავაზობს, მოსამართლეები დაგვინიშნონ უცხოურმა ძალებმა, საელჩოების მეშვეობით, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ უნდათ, საქართველო იყოს მათი პატრონების კოლონია და ეს არის გამორიცხული. ამას ქართული საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს არასწორად. მართლმსაჯულების სისტემა ყველა ქვეყანაში დამაბალანსებელ შტოს წარმოადგენს,” – აცხადებს მაჭარაშვილი.