„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ – ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობის მისაღებად 253 საჯარო და კერძო სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ VIII-XI კლასის მოსწავლეები. თითოეული სკოლა წარმოდგენილია ერთი 5-წევრიანი გუნდით.
ღონისძიების ნახევარფინალური ეტაპი და ფინალი, ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ პრინციპით, აპრილსა და მაისში გაიმართება. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.
ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2024-1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები