გიორგი კახიანი: ძალიან მჭიდრო ურთიერთობები არსებობს საქართველოსა და შვეიცარიას შორის, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ

პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შვეიცარიაში ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოსა და შვეიცარიას შორის ძალიან მჭიდრო ურთიერთობები არსებობს, ეს ურთიერთობები კი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს.

„ხაზი გაესვა შვეიცარიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ძალიან მჭიდრო ურთიერთობები არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ. საუბარი იყო იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლი აქვს შვეიცარიას იმ ვითარებაში, როდესაც შუამავლის როლს ასრულებს მაშინ, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები