დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მხატვარ გიორგი ჩაჩანიძის რეტროსპექტულ გამოფენას უმასპინძლებს

14 მარტს, 18:00 საათზე, გაიხსნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ  გალერეაში   გიორგი ჩაჩანიძის რეტროსპექტული გამოფენას  გაიხსნება..
ორგანიზატორების ინფორმაციით, გიორგი ჩაჩანიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1997 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პედაგოგიურ საქმიანობას. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ხატვის პედაგოგად. 2014 წლიდან არის ამავე აკადემიის პროფესორი.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელოვნების ობიექტში ჰარმონიულად იყოს წარმოდგენილი ინდივიდუალური ხელწერის რეალურ დროში ადაპტირების პროცესი, რაც ტრადიციული დაზგური ფერწერის მედიუმის მეშვეობით ხელოვნებაში თანამედროვე ტენდენციების ასახვას წარმოადგენს… მხატვარი პასუხისმგებელია საზოგადოების მსოფლმხედველობის განვითარებაზე და თავად ირჩევს მნახველამდე მისასვლელ გზას. მისი შემოქმედება ეხმიანება დოგმატურ, ტრადიციულ ესთეტიკურ ჩარჩოებს, თუ ერთგვარ მოულოდნელ სვლას სთავაზობს მას“, – ამბობს მხატვარი.
„გიორგი ჩაჩანიძის ფერწერა სწორედ ასეთ განსხვავებულ გადაწყვეტას სთავაზობს დამთვალიერებელს. მისთვის დამახასიათებელია მკვეთრ კონტრასტებზე აგებული კოლორიტი, აბსტრაჰირებული, ექსპრესიული ფორმა, რთული კომპოზიციები. მისი შემოქმედება არის „რაციონალურისა და, ამავდროულად, გრძნობადის ესთეტიზაციის“ ცდა.
მხატვრისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება ფერწერაა, თუმცა მის შემოქმედებაში არანაკლებ მნიშვნელოვანია გრაფიკა და ილუსტრაცია. 1990 წლიდან თანამშრომლობს მხატვარ-ილუსტრატორად სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთსა და გამომცემლობასთან, ესენია: „ჩვენი მწერლობა“, „ომეგა“, „კრიმინალური ქრონიკა“, „დროშა“, „დილა“, „ბაკმი“. 2009 წელს დაასახელეს ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ საუკეთესო მხატვრად. 2020 წელს გიორგი ჩაჩანიძე იყო ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტი. 2021 წელს გახდა ნომინაციის – საუკეთესო ილუსტრაციები მხატვრული ლიტერატურისთვის, წმინდა ტექსტები, ახალი აღთქმა, Vita Nova – გამარჯვებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოფენა 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები