1924 წლის აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიებები გაიმართება

1924 წლის აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თსუ-ში საორგანიზაციო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელშიც თსუ-ის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და თსუ-ის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები არიან ჩართულნი.
„ჯგუფის წევრები თსუ-ის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას შეხვდნენ და განსახორციელებელ გეგმებსა და მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. თსუ-ის  რექტორის ინიციატივით, აგვისტოს აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში უკვე ცნობილ მეცნიერებთან ერთად, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტებიც ჩაერთვებიან.
უნივერსიტეტში იგეგმება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით – „ეროვნულ განმათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა აღმოსავლეთ ევროპაში“, რომელიც ოქტომბერში გაიმართება და მასში ქართველებთან ერთად უცხოელი მკვლევრებიც ჩაერთვებიან. ასევე, ჩატარდება სტუდენტური ესეების კონკურსი აჯანყების თემაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები