რიაზანში დრონების დარტყმის შედეგად, ნავთობის ქარხანა იწვის (ვიდეო)

რიაზანში დრონების იერიშის შედეგად, ნავთობის ქარხანაში ხანძარია.

ამის შესახებ ინფორმაციას რიაზანის რეგიონის გუბერნატორი, პაველ მალკოვი ადასტურებს.

„შეჯახების შედეგად, გაჩნდა ხანძარი. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები“, – დაწერა მან ტელეგრამში და დასძინა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფება.

სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, საავადმყოფოში ორი ადამიანია გადაყვანილი.

ტელეგრამის არხი – Baza იტყობინება, რომ რიაზანში აფეთქების პირველი ხმა 06:09 საათზე გაისმა.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 100 კვ/მ-ს შეადგენს.

„ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქარხანას სამი დრონი დაეჯახა“, – წერს Baza.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები