გია ცაგარეიშვილი – ადეიშვილზე: წარმოუდგენელია, რომ ადამიანი, რომელსაც მკლავებამდე სისხლში აქვს ხელები, ასე თავისუფლად ბოგინობდეს დედამიწაზე
,,საქართველოს აქვს სრული სუვერენული უფლება, მოითხოვოს იმ კრიმინალის ექსტრადირება ევროპიდან საქართველოში, რომელმაც აქ არაერთი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ყოფილ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ადეიშვილი თავისუფალია.
„უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ადამიანი, რომელსაც მკლავებამდე სისხლში აქვს ხელები, ასე თავისუფლად ბოგინობდეს დედამიწაზე და საერთოდ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობდეს ვერაფერზე“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.