ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სტუმრობს, რომლის წარმომადგენლები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას შეხვდნენ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სსფ-ს მისია საქართველოში ფონდის IV მუხლის დებულების მიხედვით პერიოდულად ხორციელდება და მისი მიზანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასებაა.
“სსფ-ს მისიის წევრებთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ სებ-ის ვიცეპრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა.
შეხვედრაზე სებ-ის მენეჯმენტმა სსფ-ს მისიის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე და ასევე გააცნეს მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის მიმოხილვები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.