„გურამ გეგეშიძის მხატვრული პროზა“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

9 მარტს, 11:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, საბაუნის ასისტენტ-პროფესორისა და ფილოლოგიის დოქტორის, ანა გოგილაშვილის წიგნის  – „გურამ გეგეშიძის მხატვრული პროზა“, წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის სახელმწიფო საგამომცემლო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა და წიგნიც სწორედ აღნიშნული ფონდის დაფინანსებით გამოიცა.
ანა გოგილაშვილი: „გურამ გეგეშიძე ერთ-ერთი გამორჩეული, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ავტორია. მისი პირველი მოთხრობა 1957 წელს დაიბეჭდა და კრიტიკოსთა მყისიერი ყურადღება და კეთილგანწყობა დაიმსახურა. ლიტერატურის მკვლევრები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ გურამ გეგეშიძე არის მწერალი, რომელმაც, მთელი თავისი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი სამშობლოს სამსახურში ჩააყენა”.
პრეზენტაციაზე ერთ-ერთი მომხსენებელი მწერალ გურამ გეგეშიძის ვაჟი, ისტორიკოსი მიხა გეგეშიძე იქნება.
მის: თბილისი, კ. ქუთათელაძის №3 (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები