შალვა პაპუაშვილი: ყველა ხედავს, დღეს როგორი თავისუფლებაა მედიაში
„საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის დასმა უკვე, ჩემი აზრით, არასერიოზულია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ხედავს, დღეს როგორი თავისუფლებაა მედიაში.
“საქართველოში მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის დასმა უკვე, ჩემი აზრით, არასერიოზულია. ყველა ხედავს დღეს როგორი თავისუფლებაა მედიაში. დამისახელეთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კვირაში ერთხელ ერთი საათი ჟურნალისტებთან დგება და ბრიფინგს ატარებს და ყველა კითხვას პასუხს სცემს. დამისახელეთ ქვეყანა, სადაც პრემიერ-მინისტრი კვირაში ერთხელ მაინც საათობით დგება ჟურნალისტებთან და ყველა კითხვას პასუხს სცემს. ამიტომ, ჯერ ევროკავშირის ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პრემიერები კვირაში ერთხელ მაინც დადგნენ ჟურნალისტებთან და კითხვებს უპასუხონ და მერე იყოს შემოდავება საქართველოზე. ამიტომ, მედიის თემასთან დაკავშირებით არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტები. საქართველოში, თუკი რაიმე არის ძლიერი და წარმოდგენილი, ეს არის ქართული მედია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.