ადიგენში ხეზე ასვლისას 9 წლის ბავშვს დენმა დაარტყა

ადიგენში დენის დარტყმის შედეგად 9 წლის ბავშვმა თავის ტრავმა მიიღო და კიდურები დაუზიანდა. ელექტროკონტაქტის შედეგად მოზარდმა თავის ტრავმა მიიღო და ქვედა კიდურები დაუზიანდა. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაშია მოთავსებული. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება, – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, უბედური შემთხვევა ორი დღის წინ ადიგენის რაიონში მოხდა. მოზარდი ადიგენის რაიონული საავადმყოფოდან თბილისში, დამწვრობის ცენტრში რეანომობილით გადმოიყვანეს. „9 წლის ბავშვი ხეზე ავიდა და ელექტროკონტაქტის შედეგად მოზარდი ძირს ჩამოაგდო. დაზიანებები სერიოზულია და პაციენტს რამდენიმე სერიოზული ქირურგიული ოპერაცია დასჭირდება“, – განუცხადა „კვირას“ გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები