გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი ხაზი იქნება ის, რომ საქართველოს ღირსებასა და ტრადიციებს დავიცავთ

“ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი, გენერალური ხაზი იქნება ის, რომ საქართველოს ღირსებასა და ტრადიციებს დავიცავთ”,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდა საქართველოში არ უნდა იყოს.

„ჩვენ გვაქვს პრინციპი, რომ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში არ უნდა იყოს. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი, გენერალური ხაზი იქნება ის, რომ საქართველოს ღირსებასა და ტრადიციებს დავიცავთ. როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია დაიცავს ლგბტ პროპაგანდას”,- აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები