კულტურის სამინისტრომ, თბილისსა და რეგიონებში სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების ხელშეწყობა თბილისსა და რეგიონებში“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია საქართველოს ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრის (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, მულტიმედია, სივრცული ინსტალაცია და თანამედროვე ხელოვნების სხვა მიმართულებები) პოპულარიზაცია; სახელოვნებო სფეროს განვითარება თბილისსა და რეგიონებში; გამოფენებისა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების (სამუშაო შეხვედრა, მასტერკლასი, ტრენინგი, სემინარი, კონფერენცია) ხელშეწყობა (ბეჭდური პროდუქციის შექმნა და სხვა ტიპის აქტივობები); ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა.
„კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო პროექტის წარმოდგენა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს.
კონკურსის ბიუჯეტი 2023 წელსაც იყო 60 000 ლარი. სამინისტრომ ათი განმცხადებლიდან გამოავლინა ხუთი გამარჯვებული. 60 000 ლარი იყო 2022 წლის ბიუჯეტიც და 25 კონკურსანტს შორის გამოვლინდა შვიდი გამარჯვებული.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 14 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2022229 ან 577 502 762 (სამუშაო საათები: 09:00-18:00).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 27 მარტისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/kwM9sZmU