„გაზაფხულის ფერები“ – ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართება
9 მარტს,  18:00 საათზე, კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზას“ საგამოფენო დარბაზში გამოფენა „გაზაფხულის ფერები“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნებისმიერი დამთვალიერებელი შეიძლება გახდეს რომელიმე მხატვრის საოცარი ნამუშევრის მფლობელი.
ქართველი მხატვრების გამოფენის  კურატორები არიან  ჯგუფ „მხატვართა სამყაროს“ დამფუძნებლები.