გიორგი წიკლაურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს, 12 შვილის დედას, საპატიო მოქალაქეებსა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი გმირების დედებს, დედის დღე მიულოცა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა მოადგილეებთან ლია ზირებიანთან, დევი მუხაშავრიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს, 12 შვილის დედას, საპატიო მოქალაქეებსა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ასევე 8 აგვისტოს ომში თავდადებულ გმირების დედებს, თაიგულები, სასაჩუქრე კალათები გადასცა და დედის დღე მიულოცა. ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები