უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო კალიფორნიასა და ნევადაში კურორტების ნაწილი დაიკეტა, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

კალიფორნიისა და ნევადის შტატებში ძლიერმა ქარბუქმა პრობლემები შექმნა. აღნიშნულის შესახებ „BBC“ იუწყება.

მათი ცნობით უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია, დაიკეტა ზამთრის კურორტების ნაწილი, ათასობით აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობის გამო ნევადის მაღალმთიან რაიონებში, მოქალაქეებს ურჩიეს, სახლებიდან გასვლას მოერიდონ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა აშშ-ში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები