ირაკლი ღარიბაშვილი: საპარლამენტო არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის ასე, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა

არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის ასე, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა.

მისი თქმით, დღეიდან რეგიონებში შეხვედრები დაიწყო და პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა.

„ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია ამ არჩევნების ძლიერად მოგება. ამ არჩევნებს რომ „ქართული ოცნება“ იგებს კითხვა არ არსებობს, მაგრამ საკითხი არის ასე, რომ ეს არჩევნები უნდა მოვიგოთ ძლიერად, დამაჯერებლად და მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. აი, ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს პარტიასთან. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი განწყობაა, მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყველა რეგიონში და ამას ემსახურება ჩემი გასვლითი ღონისძიებები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები