მეუფე გრიგოლი – ზურაბიშვილის განცხადებაზე: პატრიარქი ემსახურება ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანებს – ეს რაღაც საარჩევნო განცხადებაა
წალკის ეპარქიის მმართველი, მეუფე გრიგოლ კაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ პატრიარქის შესახებ გაკეთებულ განცხადებას “წინასაარჩევნო ქმედებას” უწოდებს.
“ეკლესია არის ერთადერთი პროქართული და პროეროვნული. პატრიარქი ემსახურება ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანებს. უფრო პოლიტიკური რაღაცაა, ხომ მოდის არჩევნები და ეს რაღაც საარჩევნო განცხადებაა,” – აცხადებს მეუფე გრიგოლი.