აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მსჯელობს, გამოიყენოს თუ არა დაფინანსების ბოლო წყარო უკრაინისთვის 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პენტაგონის ცნობით, აღნიშნული თანხა უწყებას საშუალებას აძლევს, აშშ-ის საწყობებიდან უკრაინაში იარაღი გააგზავნოს.
აღსანიშნავია, რომ პენტაგონს მანამდე არ სურდა დარჩენილი თანხის დახარჯვა გარანტიის გარეშე, რომ მას კონგრესი აანაზღაურებდა.
როგორც CNN-ი წერს, ამის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ამ ვარიანტსა და სხვა პოტენციურ გეგმებზე საუბარი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სულ უფრო აქტუალური გახდა, რადგან უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება სულ უფრო მძიმე ხდება.