28 თებერვალი მომღერლისა და მუსიკოსის, დავით შუღლიაშვილის დაბადების დღეა

28 თებერვალი მომღერლისა და მუსიკოსის, დავით შუღლიაშვილის დაბადების დღეა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
„კონსერვატორიის სახელით ეთნომუსიკოლოგს, მომღერალსა და ლოტბარს, მუსიკოლოგიის დოქტორს დავით შუღლიაშვილს ვულოცავთ იუბილეს.
ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას შემოქმედებით, სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში.
კომპოზიტორების მიხეილ შუღლიაშვილისა და ინოლა გურგულიას ვაჟმა, დავით შუღლიაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1990 წელს ქართული მუსიკალური ფოლკლორის მიმართულებით.
1988 წლიდან არის ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხალხური შემოქმედების კათედრის პედაგოგი (მუსიკალური ფოლკლორი); 1988 წლიდან “ანჩისხატის გუნდის” მგალობელი; 1998 წლიდან ი. ჭავჭავაძის სახელობის პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური გამოცემებით მომსახურების განყოფილების უფროსი; 2006 წლიდან “გიორგი მთაწმინდელის” სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი, პროფესორი.
გახლავთ საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი, 2016 წელს მიენიჭა არტემ ერქომაიშვილის სახელობის პრემია.“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები