საუბრები გელა ჩარკვიანზე – დისკუსია გაიმართება
1-ელ მარტს, 19:00 საათზე, „თიბისი კონცეპტი“ და გამომცემლობა „ინტელექტი“ გელა ჩარკვიანის 85 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება დისკუსიის ფორმატში გაიმართება. მონაწილეები გელა ჩარკვიანის შემოქმედებაზე, მის პიროვნებაზე, პროფესიულ საქმიანობასა და ოჯახზე ისაუბრებენ. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
▪️ გიორგი ბადრიძე – საქართველოს ყოფილი ელჩი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროსი მკვლევარი; საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
▪️ გიორგი კეკელიძე – მწერალი, „ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი;
▪️ ნარგიზა გარდაფხაძე – რეჟისორი, გელა ჩარკვიანის ბავშვობის მეგობარი;
▪️ ნანა აკობიძე – პოეტი;
▪️ გვანცა ჯობავა – გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
დისკუსიის მოდერატორია: მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია.
.