27 თებერვალი კინორეჟისორ ლეო (ლეონარდ) ესაკიას დაბადების დღეა (ვიდეო)
27 თებერვალი სახელგანთქმული კინორეჟისორის – ლეო (ლეონარდ) ესაკიას დაბადების დღეა. მისი დაბადებიდან 125 წელი გავიდა.
დაიბადა 1890 წელს სენაკის მაზრის სოფელ ნაესაკოვიში.
1927 წლიდან მუშაობა დაიწყო ქართულ კინოში სცენარისტად, 1929 წლიდან რეჟისორია; დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმებმა: „შამირი” (პირველი ქართული ხმოვანი ფილმი), „ფრთოსანი მღებავი”, „გაღმელი ქალიშვილი”, „ბაში-აჩუკი”, “გლახის ნაამბობი”, „აბესალომ და ეთერი”.
პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც, წერდა წიგნებს, მასვე ეკუთვნის ა. ბუკიას ოპერის „დაუპატიჟებელი სტუმრების” ლიბრეტო; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ეროვნული არქივი აქვეყნებს ვიდეოკადრებს, რომლებზედაც ასახულია კინოფილმ „ბაში-აჩუკის“ გადასაღები მოედანი. 1955 წელი.