ღამის საათებში ხმაურის გამომწვევი პირი დაჯარიმდება
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, ფიზიკური პირების მიერ ხმაურის ნორმების დარღვევაზე კონკრეტული სანქციები დაწესდება. მისი ინფორმაციით, პირი იმ შემთხვევაში დაჯარიმდება, თუ ის ხმაურის ნორმებს ღამის 11-დან დილის 7 საათამდე დაარღვევს.
,,ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებაშია, კონკრეტული მოქალაქის ჩივილის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი ადგილზე მივიდეს, სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ხმაურის დონე დეციბალებში გაზომოს და თუ დაადგენს, რომ ხმაურის დონე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს სცდება (საუბარია 40 დეციბალზე), ან ხმაური ფიქსირდება ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე, ასეთ შემთხვევაში, ხმაურის შემქმნელი პირი დაჯარიმდება“,- აცხადებს კობახიძე.
წყარო: გაზეთი “ალია“