გენუაში, პადუასა და ფლორენციაში „ერისიონის“ კონცერტები გაიმართება
9, 10 და 11 მარტს, გენუა, პადუა და ფლორენცია „ერისიონის“ კონცერტებს უმასპინძლებს.
კონცერტის შესახებ ისტორიკოსი და მწერალი ფრანჩესკო ტრეჩი სტატუსს აქვეყნებს.
„გავაცნოთ საქართველო იტალიელებს!
11 მარტს, ორშაბათს, ფლორენციაში „ერისიონი“ გვეწვევა საოცარი წარმოდგენით Tuscany Hall-ში
(დასაწყისი 21:00 საათზე), რომელსაც დავესწრები მეც და საქართველოს იტალიურ პუბლიკას წარვუდგენ.
გელით“! – წერს ფრანჩესკო ტრეჩი.