„ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც საქართველოს შედეგს მოუტანს, უნდა შედგეს“

   ნებისმიერი შეხვედრა, რომელიც საქართველოს თუნდაც უმცირეს შედეგს მოუტანს, უნდა შედგეს – ამის შესახაებ სასჯელაღსრულებლის მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შესაძლო შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლება ასეთი შეხვედრის მზადყოფნას ყოველთვის გამოხატავდა, თუმცა სააკაშვილის განცხადებები და რიტორიკა ამის საშუალებას აღარ იძლეოდა.
“ყოველთვის უნდა ამოვიდეთ შედეგიდან თუკი საქართველოსთვის თუნდაც უმცირესი შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი, ნებისმიერი შეხვედრა უნდა შედგეს. სხვათა შორის, ძველი ხელისუფლება ყოველთვის გამოხატავდა ასეთი შეხვედრის მზადყოფნას. შეგიძლიათ ამოიღოთ სააკაშვილის განცხადებები, სადაც ამომბდა, რომ ყველანაირი წინაპირობის გარეშე მზად ვარ ასეთი შეხვედრისთვისო, მაგრამ ამას ისეთ რიტორიკას მოაყოლებდა, არ ჰქონდა იმისი გონებრივი შესაძლებლობები, რომ თავისი თავი დაეჭირა, ამის შემდეგ ცხადია, მას აღარავინ შეხვდებოდა, როდესაც ეს ყველაფერი ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდა, შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ამგვარი შეხვედრის შესაძლებლობა იყოს, და დადებითი შედეგიც გამოვიტანოთ”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრის თქმით, დღეს ტერიტორიულ მთლიანობაზე რუსეთთან ლაპარაკი ძალიან რთულია. ეს სამომავლო ამოცანაა, მაგრამ საუბარი შეიძლება შეეხოს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები