მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმ ნორმებისა და პრინციპების შესრულებისთვის, რომელთაც ევროპული უსაფრთხოება ეფუძნება

“ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმ ნორმებისა და პრინციპების შესრულებისთვის, რომელთაც ევროპული უსაფრთხოება ეფუძნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ სახელმწიფოებს მშვიდობიანად თანაცხოვრება და მუშაობა საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად.

„დღემდე განვიცდით ომების მტკივნეულ შედეგებს. ჩვენ ისევ და ისევ უნდა ვიყოთ მკაფიო და მტკიცე: სახელმწიფოები არ უნდა დაისაჯონ საკუთარი მომავლის არჩევის სუვერენული უფლებების გამო.ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმ ნორმებისა და პრინციპების შესრულებისთვის, რომელთაც ევროპული უსაფრთხოება ეფუძნება.

დღეს ევროკავშირი არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ სახელმწიფოებს მშვიდობიანად თანაცხოვრება და მუშაობა საერთო მომავლის უზრუნველსაყოფად.

მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ეს სივრცე დაუყოვნებლად უნდა გაფართოვდეს. საქართველომ გამოხატა ძლიერი სურვილი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და ახლახან შეუერთდა კანდიდატი ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში წევრობისკენ.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოს უწევს გაუმკლავდეს დეზინფორმაციის უზარმაზარ ტალღებს. მის გასავრცელებლად, ხშირად, ისე როგორც დღეს, საერთაშორისო ფორმატები გამოიყენება და არასწორ წარმოდგენას ქმნის საქართველოსა და მისი ხელისუფლების შესახებ.

ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავება გვიწევს, დეზინფორმაციის გაქარწყლებაზე არ უნდა გვიწევდეს დროის დაკარგვა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები