სომხეთის პრემეირმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (კუხო) სომხეთის მონაწილეობა გაყინულია.
ამის შესახებ მან საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში თქვა.
ამგვარად, მან უპასუხა წამყვანის შეკითხვას, აპირებს თუ არა ერევანი ორგანიზაციის დატოვებას, რომელშიც “რუსეთია დომინანტი”.
ფაშინიანმა, ასევე, თქვა, რომ ერევანთან დაკავშირებით კოლექტიური უსაფრთხოების ე.წ. შეთანხმება არ განხორციელებულა, განსაკუთრებით 2021-2022 წლებში, როდესაც კუხო-ს სომხეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ “აზერბაიჯანის აგრესიაზე” პოლიტიკური შეფასება არ გაუკეთებია.
“ეს ვერ დარჩებოდა ჩვენი ყურადღების მიღმა. ჩვენ შევაჩერეთ მონაწილეობა. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ”, – თქვა მან.
კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის დახურვა, ფაშინიანმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
მისი თქმით, აღნიშნული საკითხი “დღის წესრიგში არ დგას”.
გიუმრიში განლაგებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნის ვადა 2044 წლამდეა გახანგრძლივებული.