ანრი ოხანაშვილი: კონკრეტული აჟიტირებული პირები ტყუიან ხოლმე, რასაც ევროსასამართლო წერტილს უსვამს და ამბობს, რომ თურმე ქართული სასამართლო ყოფილა მართალი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ლოკომოტივი, რომ მოსამართლეები უნდა გაიწმინდოს, ვინაიდან ისინი მათთვის მისაღები არ არიან.
„მისაღები არ არიან იმიტომ, რომ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს არ იღებენ. კონკრეტული აჟიტირებული ცალკეული პირები ტყუიან, რასაც სტრასბურგის სასამართლო წერტილს უსვამს ხოლმე და ამბობს, რომ თურმე სასამართლო ყოფილა მართალი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტი ევროკავშირის მიერ გაცემული 9 ნაბიჯის განხილვა გრძელდება, სამუშაო ჯგუფი მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობს.