ანსამბლ ,,საგალობლის” სოლო კონცერტი გაიმართება
22 თებერვალს, 18:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის დარბაზში ანსამბლ ,,საგალობლის” სოლო კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ანსამბლი ,,საგალობელი“ 1973 წელს ლოტბარის როსტომ გოგოლაძის თოსნობითა და ხელმძღვანელობით შეიქმნა.
ანსამბლმა „საგალობელი“ იმთავითვე მიზნად დაისახა ტრადიციული რაჭული ნიმუშების აღდგენა პოპულარიზაცია, რომელსაც მრავალი წლის
განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა;
45 წლის მანძილზე ბატონი როსტომ გოგოლაძის ხელმძღვანელობით რაჭული და საქართველოს
სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული მრავალი ნიმუში აღადგინეს.
ანსამბლს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, სიგელი და სახალხო ანსამბლის სტატუსი.
ბატონი როსტომ გოგოლაძის შემდეგ ანსამბლის ხელმძღვანელად დაინიშნა ლოტბარი თორნიკე სხიერელი; მისი ხელმძღვანელობით მოხდა რეპერტუარის განახლება, ახალი ნიმუშების აღდგენა.