საქართველოში იტალიის ელჩი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეწვია

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გაცნობითი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მუზეუმთა ჯგუფის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ესწრებოდნენ.
მხარეებმა კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.
ორივე მხარემ კულტურისა და სპორტის სფეროში ურთიერთობისა და მრავალწლიანი მეგობრობის განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა მასიმილიანო დ’ანტუონოს წარმატებული დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები