კახა კახიშვილი: ქვეყნის პრეზიდენტი რომ ხარ, თუ რამის გაკეთება გინდა, აქ გააკეთე – რა სარგებელი უნდა ნახო, რომ წახვიდე და რომელიმე ქვეყნის წინაშე შენი ქვეყანა გალანძღო
“ქვეყნის პრეზიდენტი რომ ხარ, თუ რამის გაკეთება გინდა, აქ გააკეთე. რა სარგებელი უნდა ნახო, რომ წახვიდე და საფრანგეთის ან რომელიმე ქვეყნის წინაშე გალანძღო შენი ქვეყანა”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას “ქრონიკის” ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, მსგავსი ნაბიჯები უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან არასწორია.
„მესმის, პოლიტიკური პარტიები რომ მიდიან, ისინი თავიანთ მოკავშირეებთან, მფარველებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩადიან. ბევრი პარტია ევროპულ ორგანიზაციებშია გაწევრიანებული და უყვებიან. ქვეყნის პრეზიდენტი რომ ხარ, თუ რამის გაკეთება გინდა, აქ გააკეთე. რომ მიდის, რა? ამით რა სარგებელი უნდა ნახო, რომ წახვიდე და საფრანგეთის ან რომელიმე ქვეყნის წინაშე გალანძღო შენი ქვეყანა. ამით რა? გამოსწორდება შენი ქვეყანა, საფრანგეთი დაუქნევს ხელს? თუ რამის გაკეთება გინდა, აგერ ქენი. ზოგადად, სწორად არ მიმაჩნია, კონკრეტულად უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან“, – განაცხადა კახიშვილმა.