დავით მათიკაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: „ნაციონალური მოძრაობის“ არსებითი შემადგენელი ნაწილია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არსებითი შემადგენელი ნაწილია.

„პრეზიდენტის სტატუსით უკანონოდ და კონსტიტუციის დარღვევით რომ დაიარება ევროპის ქვეყნებში, იქ ძალიან დიდი ეჭვია, რომ შეგნებულად იქნება ისეთი სიტუაცია და ვითარება, მედიის კუთხითად მომზადება რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ტელევიზიებით, შესაბამისი კითხვები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან გვაფიქრებინებს ვიფიქროთ, რომ ეს არის შეგნებულად გადადგმული ნაბიჯები იმისთვის, რომ ფრაზა „არა და არასდროს“ იყოს სანაგვეზე გადაგდებული და სააკაშვილის შეწყალების კუთხით, სწორედ ის პოლიტიკური ფორმა მიიღოს სალომე ზურაბიშვილმა, რაც რეალურად უკვე დიდი ხანია, აქვს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ არსებითი შემადგენელი ნაწილია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები