ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ცესკოს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ცესკოს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ცესკოს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული, ცესკოში პროცესები მიმდინარეობდეს პროფესიული წევრების კომპეტენციის შესაბამისად და არა პარტიული წევრების მიერ. ჩვენ ამ ცვლილებებით რეალურად უზრუნველვყოფთ იმას, რომ ცესკო იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ცვლილებებს მივიღებთ და შემდგომ უკვე შევძლებთ, რომ ეს გავუგზავნოთ საქართველოს პრეზიდენტს, თუ ის ხელს მოაწერს, ხომ კარგი, თუ არა და ვეტო დაძლეული იქნება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა იწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები