გურამ მაჭარაშვილი: არ არსებობს არცერთი წამყვანი ქვეყანა, სადაც ოპოზიციის საბოტაჟზე იყოს დამოკიდებული ასეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, არ არსებობს არცერთი წამყვანი ქვეყანა, სადაც ოპოზიციის საბოტაჟზე იყოს დამოკიდებული ასეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია,- ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
მისი შეფასებით, აღნიშნული დემოკრატიის პრინციპია და ყველა წამყვან ქვეყანაში არსებობს.
“ეს არის დემოკრატიის პრინციპი, ეს არის პრინციპი, რომელიც ყველა წამყვან ქვეყანაში არსებობს, ამიტომ, კიდევ ერთხელ, ოპოზიციის წუხილის საპირისპიროდ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებთან, რომ არ არსებობს არცერთი წამყვანი ქვეყანა, სადაც ოპოზიციის საბოტაჟზე იყოს დამოკიდებული ასეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს სტაბილური პროცესი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით განიხილავენ. ცვლილებათა პაკეტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.