ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა Sheffield DocFest-ის ინდუსტრიული მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართეს

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველ რეჟისორებსა და პროდიუსერებთან ერთად, შეხვედრა გამართეს Sheffield DocFest-ის ინდუსტრიული მიმართულების ხელმძღვანელ პატრიცია მანჩინისთან.
შეხვედრაზე განიხილეს ფესტივალში ქართველი დოკუმენტალისტების მონაწილეობის საკითხი. ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებმა ფესტივალის წარმომადგენელს გააცნეს ქართული დოკუმენტური კინოს პროექტები.
ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ბერლინში იმართება 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მიმდინარეობისას, 15-21 თებერვალს, ტარდება ევროპული კინოს ბაზრობა (EFM). ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „ჯორჯიან ეარვეისის” მხარდაჭერით, ტრადიციულად, საქართველოს სტენდით არის წარმოდგენილი, რომელიც წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარსადგენად და წარმოსაჩენად დელეგაციაში არაერთი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი
პროდუქციის შესაქმნელად, ასევე ქვეყნის კინოწარმოების განვითარების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.
კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას შეუძლია საკუთარი შემოქმედებითა თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპელი საზოგადოება და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები