ლევან თედიაშვილის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წევრებმა მიუსამძიმრეს
ლევან თედიაშვილის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და მმართველი გუნდის წევრებმა მიუსამძიმრეს.
ქართული ჭიდაობის ლეგენდა, 75 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 17 თებერვალს გარდაიცვალა.
თედიაშვილი ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ოთხჯერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო სამჯერ ოქროს მედალს ევროპის ჩემპიონატზეც დაეუფლა.