სალომე ზურაბიშვილი: ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს ვულოცავ გამარჯვებას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ მებრძოლებს, ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს „UFC 298“-ის ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბრძოლებში მიღწეულ გამარჯვებებს ულოცავს.

“ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილს ვულოცავ გამარჯვებას!”,- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, “UFC“-ის ქართველი ჩემპიონი ჰყავს – ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ქართველი მებრძოლი კალიფორნიაში „UFC 298“-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონაში ამერიკელ ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდა. დვალიშვილმა მეტოქე სამრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.
შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ბრბო and ტექსტი გამოსახულება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები