შალვა ლეჟავას პერსონალური ფოტოგამოფენა გაიმართება
20 თებერვალს, 17:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება შალვა ლეჟავას პერსონალური ფოტოგამოფენა. ორგანიზატორების ინფორმაციით, შალვა ლეჟავა არის: ფოტოგრაფი, მთამსვლელი, ლექსების, თარგმანებისა და ეთნოგრაფიული გამოკვლევების ავტორი.
მისამართი: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ათონელის N9.