ნინო წილოსანი: ბრიუსელში ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით გაიმართება ძალიან საინტერესო დისკუსია – ირაკლი კობახიძეს ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს 

“ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით იქნება ძალიან საინტერესო დისკუსია, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ დაიცავს.

„რა თქმა უნდა ირაკლი კობახიძეს, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ვფიქრობ, რომ სათანადოდ და სწორად დაიცავს ქვეყნის ინტერესებს და კონკრეტული გზავნილებით და შედეგებით ჩამოვა“, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით, 20-21 თებერვალს, ბრიუსელს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები