ნინო წილოსანი – სალომე ზურაბიშვილზე: სხვადასხვა ლიდერებთან გადაღებული ფოტოებით იწონებს თავს
“სალომე ზურაბიშვილს საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ მისცა თავის დროზე ის უფლებამოსილება და სტატუსი, რომლითაც ის ახლა მიუნხენის კონფერენციას ესწრება და ასე ვთქვათ, დერეფანში სხვადასხვა ლიდერებთან გადაღებული ფოტოებით იწონებს თავს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანი კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
“სალომე ზურაბიშვილს საქართველომ და ქართულმა საზოგადოებამ მისცა თავის დროზე ის უფლებამოსილება და სტატუსი, რომლითაც ის ახლა მიუნხენის კონფერენციას ესწრება და ასე ვთქვათ, დერეფანში სხვადასხვა ლიდერებთან გადაღებული ფოტოებით იწონებს თავს, თუმცა, ამისთვის არ მიუნიჭებია ჩვენს ამომრჩეველს ეს სტატუსი და მაშინ, როდესაც ის ამბობს, რომ თურმე საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის გზაზე, მე მიჩნდება კითხვა, რაში უნდა დავეწიოთ, ქალბატონო სალომე, უკრაინას ომში თუ მოლდოვას დსთ-ს წევრობაში?
მისი განცხადება კი კოალიციურ მთავრობასთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ელემენტარულად პოლიტიკური უვიცობის ან მეორეს მხრივ, მის პირად ინტერესებს ემსახურება”, – ამბობს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “თუ გვეყოლება კოალიციური მთავრობა, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული”.