გიორგი კალანდარიშვილი: მთავარი არის ის, რომ დეზინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაზიანდეს
„საზოგადოებას გამჭვირვალე და ოპერატიული ინფორმირებით ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ თავად განსაჯოს და მიიღოს გადაწყვეტილებები და შეფასებები საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან მიმართებით”,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაზიანდეს.
“მთავარი არის ის, რომ დეზინფორმაციით, მითების შექმნით, ცილისწამებით და მადისკრეტირებელი კამპანიით არ დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაცია, როდესაც საუბარია უსაფუძვლო და უარგუმენტო ბრალდებებზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.