მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციაში ყველაზე რადიკალური ფლანგი ვინც არის, როგორც ჩანს სწორედ მათ ურიგდება ახლა პრეზიდენტი ან უკვე გარიგებულია
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ ქვეყანას ეყოლება კოალიციური მთავრობა, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული.
სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციის ყველაზე რადიკალურ ფრთას ურიგდება.
“ოპოზიციაში ყველაზე რადიკალური ფლანგი ვინც არის, ვისთვისაც იყო მისაღები და დასაშვები საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების ქვეყნის კეთილდღეობაზე მაღლა დაყენება, როგორც ჩანს სწორედ მათ ურიგდება ახლა პრეზიდენტი ან უკვე გარიგებულია. როდესაც ქართველ ამომრჩეველს შეკვეთებს აძლევენ, როგორი უნდა იყოს მათი არჩევანი ეს არასწორია და ამას უნდა დაანებონ თავი”, – აცხადებს სარჯველაძე.