პოლონეთში, ქვეყნის საზღვართან ფერმერებმა გამშვები პუნქტები ექვსი მიმართულებით გადაკეტეს
პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პოლონელმა ფერმერებმა ქვეყნის საზღვართან გამშვებ პუნქტები ექვსი მიმართულებით გადაკეტეს.
როგორც ცნობილია სამი ათასზე მეტი სატვირთო მანქანა ამ დრომდე რიგში დგას.
უწყების ინფორმაციით, ყველაზე დიდი რიგი „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზეა, სადაც 1 600 სატვირთო მანქანაა გაჩერებული.
ცნობისთვის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რიგების თანდათან იზრდება, საზღვრის კვეთის შემთხვევების რაოდენობა კი მცირეა.