ბაიდენი: პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე

President Joe Biden delivers remarks on the death of Russian opposition leader Alexei Navalny, in the Roosevelt Room of the White House, Friday, Feb. 16, 2024, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რომ ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკისრება.

„არ შეცდეთ: პუტინი არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე. პუტინის სამიზნე მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეები არ არიან, როგორც ეს ვიხილეთ უკრაინაში. ის ასევე საშინელ დანაშაულებს ახორციელებს საკუთარი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ლიდერმა.

მისი თქმით, ის მომხდარი ამბის გამო აღშფოთებულია.

„ნავალნი გაბედულად დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობას და ყველა იმ ცუდ საქმეს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებდა. საპასუხოდ, პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა“, – დასძინა ბაიდენმა.

ცნობისთვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები