„გახსენება“ – მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიხსნება

6-25 თებერვალს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი  უმასპინძლებს მხატვრების ჯგუფურ გამოფენას – „გახსენება“.
ლიტერატურის მუზეუმის ინფორმაციით, იგი ეხმაურება ჰოლანდიაში მხატვარ და ლიტერატორ ზურაბ კალანდაძის მიერ დაწყებულ პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს კულტურის წარმოჩენას. ჩატარდა ორ ათეულზე მეტი ღონისძიება ჰოლანდიაში, ბელგიასა და გერმანიაში. მათ შორის – ქართული კულტურის დღეები, სადაც სხვა აქტივობებთან ერთად ქართველი მხატვრების ნამუშევრებიც გამოიფინა.
16 თებერვალს ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა ოფიციალურად გაიხსნება.
გამოფენაზე ამჯერად წარმოდგენილი იქნება: ნუგზარ და ზურაბ კალანდაძეების, ჯემალ და გიორგი კუხალაშვილების, ალექსი კვარაცხელიას, დავით პოპიაშვილისა და ეკა ოკიაშვილის ნამუშევრები.
მსახიობი ზაზა მაღალაშვილი წაიკითხავს ცნობილი პოეტის, გიორგი კალანდაძის ლექსებს. გიორგი კალანდაძის არქივი ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.
ასევე, მეგობრები გაიხსენებენ მხატვარ ნუგზარ კალანდაძეს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა  ევროპული გამოფენების პროექტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები