16 თებერვალი მსახიობ იზა გიგოშვილის დაბადების დღეა

16 თებერვალს მსახიობ იზა გიგოშვილის დაბადების დღეა, იგი დღეს  86 წლის გახდებოდა.
მსახიობს პოეტი ოთარ რურუა იხსენებს სოციალურ ქსელში.
„შარშანწინ სტატუსი გამოვაქვეყნე იზა გიგოშვილზე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, უამრავი კომენტარი და გაზიარება აქვს.
სტატუსში დავწერე რომ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, იზა გიგოშვილი ფეხშიშველი ჩავიდა თბილისიდან – იერუსალიმამდე, ქრისტეს საფლავზე.
როცა ეს ისტორია წავიკითხე, გაოცებული დავრჩი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით ვიცნობდი როგორც ნიჭიერ მსახიობს, მაგრამ პიროვნებაც სულიერად ამაღლებული ყოფილა. იზას „გრუშე“ რომ ვნახე „კავკასიურ ცარცის წრეში“, აღფრთოვანებული დავრჩი, მით უმეტეს თეატრი ჩემთვისაც არ არის უცხო. 13 წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ – სტუდია „მოდი ნახეს“ – იგივე „გეპეის“ თეატრის მსახიობი ვიყავი.
იზა გიგოშვილმა – ლია ელიავასთან, ოთარ კობერიძესთან, მერაბ თავაძესთან, ლატავრა ფოჩიანთან, მაია თომაძესთან, ირინე ტალიაშვილთან და სხვა მამულიშვილებთან ერთად, სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა ზვიად გამსახურდიას და საქართველოს დამოუკიდებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები