მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში ხანძარია
მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ “იზვესტია ჰოლში” ხანძარია.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად ცნობილია, რომ შენობის გუმბათი ჩამოინგრა, რომელშიც შესაძლოა, გაზის ბალონები იყოს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ეზოში მდებარე სამივე ლითონის ნაგებობას უკიდია.
პუშკინის მოედანზე მდებარე შენობაში თავდაპირველი ხანძრის ფართობი 800 კვადრატული მეტრი იყო, ახლა ის ათას ხუთასამდე გაიზარდა.
ხანძარს სირთულის ხუთიდან მესამე დონე მიენიჭა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.