“რაფაჰზე ისრაელის შეტევა ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება” – ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, რაფაჰზე ისრაელის შეტევა ჰუმანიტარული კატასტროფა იქნება.
მინისტრი ამბობს, რომ რაფაჰში 1,3 მილიონი ადამიანი აფარებს თავს “და მათ ნამდვილად არ აქვთ სხვაგან წასასვლელი. თუ ისრაელი წამოიწყებს შეტევას რაფაჰში, ამ პირობებში ეს იქნება ჰუმანიტარული კატასტროფა“.
ამასთან, ბერბოკმა აღნიშნა, რომ გერმანია უბიძგებს ევროკავშირს, იმუშაოს სანქციებზე იმ ისრაელელების მიმართ, რომლებიც პალესტინელებს დასავლეთ სანაპიროზე ესხმიან თავს.
„მოდით, ერთად შევთანხმდეთ სანქციებზე ევროპაში. ამისთვის ჩვენ გვჭირდება 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა. ჩვენ, როგორც გერმანელებმა, ეს წინადადება ევროპულ გზაზე გავიტანეთ“, – აღნიშნა ბერბოკმა.